Home ადამიანები ამას ვერ წარმოიდგენდით – არის თუ არა უსაფრთხო საქართველოში ონკანის წყლის დალევა?

ამას ვერ წარმოიდგენდით – არის თუ არა უსაფრთხო საქართველოში ონკანის წყლის დალევა?

136
loading...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა სას­მე­ლი წყლის პრობ­ლე­მა თით­ქმის აღ­მო­ფხვრეს, მა­ინც რჩე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ონ­კა­ნის წყლის სას­მე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა არ­ცთუ ისე უსაფრ­თხოა.

ერთ-ერთ კვლე­ვის თა­ნახ­მად, ასე­თი 187 ქვეყ­ნის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, სა­ქარ­თვე­ლოც მოხ­ვდა.

ტუ­რის­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ Globehunters-მა მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის მო­ამ­ზა­და იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც ონ­კა­ნის წყლის სას­მე­ლად მოხ­მა­რე­ბას მოგ­ზა­უ­რებს არ ურ­ჩევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა Daily Mail-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კი­დევ უფრო შე­მაშ­ფო­თებ­ლად მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ მა­შინ, როცა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს შე­ი­ტყობთ. Daily Mail-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ­წლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 842 000 ადა­მი­ა­ნი საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბით, ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის და­უც­ვე­ლო­ბი­თა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მწვა­ვე დი­ა­რე­ით იღუ­პე­ბა.
ასე­ვე, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი და სუს­ტად და­ცუ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი, ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­გო­რიც არის ქო­ლე­რა, A ჰე­პა­ტი­ტი, დი­ზენ­ტე­რია, ტიფი და პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი.
იმის გა­სარ­კვე­ვად, არი­ან თუ არა ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი მსგავ­სი კვლე­ვის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი და რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ წყლის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრსა და GGU ჯგუფს (აერ­თი­ა­ნებს gwp-ს, მცხე­თის და რუს­თა­ვის წყალს) და­უ­კავ­შირ­და. ონ­კა­ნის წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-სთან ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­რი­ან ივა­ნუ­შა­მაც ისა­უბ­რა.

იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­კა­ნის წყლის სას­მე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა უსაფრ­თხო არ არის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვაც ადას­ტუ­რებს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2010-2018 წლებ­ში „სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის“ ფარ­გლებ­ში, სსიპ სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ სას­მე­ლი წყლის 3 469 ნი­მუ­ში/სინ­ჯი აიღო. შე­უ­სა­ბა­მო­ბა კი 1 457 ნი­მუშ­ში/სინ­ჯში გა­მოვ­ლინ­და, რაც სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 42%-ს შე­ად­გენს.

რო­გორც გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, სას­მე­ლი წყლის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „სას­მე­ლი წყლის ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენ­ტთან“ შე­უ­სა­ბა­მო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა ძი­რი­თა­დად, სოფ­ლის მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი წყალ­სა­დე­ნე­ბის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო რე­ა­გი­რე­ბას მყი­სი­ე­რად ახ­დენს.

შე­კი­თხვა­ზე – არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, წყალ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი? გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გვპა­სუ­ხო­ბენ: აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ არის!

“წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სას­მე­ლი წყლის შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა, მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტულ რე­გი­ო­ნებ­სა და დიდ ქა­ლა­ქებ­ში – ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, რუს­თავ­ში, ფოთ­სა და ბორ­ჯომ­ში. ბოლო წლებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი წყლის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ანა­ლი­ზის შე­ფა­სე­ბით, აღი­ნიშ­ნე­ბა და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი“, – აღ­ნიშ­ნა­ვენ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სექ­ტო­რის პა­სუხს, GGU ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც სამ კომ­პა­ნი­ას „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენ ფა­უ­ერს“, „რუს­თა­ვის წყალ­სა“ და „მცხე­თის წყალს“ აერ­თი­ა­ნებს, აცხა­დე­ბენ, რომ თბი­ლი­სი, მცხე­თა და რუს­თა­ვი ის ქა­ლა­ქე­ბია, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სას­მე­ლი წყა­ლი პირ­და­პირ ონ­კა­ნი­დან მი­ე­წო­დე­ბა და მისი ხა­რის­ხი ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და ეროვ­ნუ­ლი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნებს სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

“აღ­ნიშ­ნულ ქა­ლა­ქებ­ში სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი ისე­თი­ვე ნორ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რო­გორც მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში (მაგ. ეს­პა­ნე­თი, და­ნია, ჩე­ხე­თი, საფ­რან­გე­თი, კა­ნა­და, ახა­ლი ზე­ლან­დია). თბი­ლის­ში, რუს­თავ­სა და მცხე­თა­ში სას­მე­ლი წყლის მა­ღალ ხა­რისხს გა­ნა­პი­რო­ბებს სწო­რი და­მუ­შა­ვე­ბა და კონ­ტრო­ლი. კომ­პა­ნი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სას­მე­ლი წყლის ხა­რისხს ყო­ველ­დღი­უ­რად, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში აკონ­ტრო­ლე­ბენ. წყლის და­მუ­შა­ვე­ბა კი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის სრუ­ლი დაც­ვით, უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – გან­მარ­ტა­ვენ კომ­პა­ნი­ა­ში. კითხვის გაგრძელება...

loading...
გაზიარება