Home ადამიანები რატომ უნდა გათხოვდეს ქალი 3-ჯერ აუცილებლად? – წაიკითხეთ და გამოხატეთ თქვენი აზრი

რატომ უნდა გათხოვდეს ქალი 3-ჯერ აუცილებლად? – წაიკითხეთ და გამოხატეთ თქვენი აზრი

345
loading...

ზოგჯერ ქალი ჯერ თხოვდება, შემდეგ იწყებს ქმრის გაცნობას. უმეტესობა ვერ უძლებს იმ რეალობას, რომელსაც პირისპირ ეჯახება და ოჯახი ინგრევა, ზოგჯერ ორჯერაც. ქალი მესამედ რომ გათხოვდება, იდეალურ ოჯახს შექმნის და აი, რატომ:

პირველი ქორწინება: პირველი სიყვარული

18-20 წლის ასაკში გგონია, რომ ოცნების პრინცს შეხვდი, ერთად თუ იქნებით, დაბრკოლება არ შეგექმნებათ, მაგრამ გადის დრო და ხვდებთ, რომ თქვენი პრინცი უსიამოვნებების მთელი ვაგონია. რაც ადრე მის ხასიათში საყვარლად გეჩვენებოდათ, სწორედ ის გიშლით ყველაზე მეტად ნერვებს და დაშორდებით.

მეორე ქორწინება: დროა

5-წლიანი სიმარტოვის შემდეგ და ნათესავების დაჟინებული რჩევების გათვალისწინებით თხოვდები. პერსპექტიული მამაკაცია: სამსახური აქვს, ძვირფასი მანქანა. თაფლობის თვეს ეგზოტიკურ ქვეყანაში გაატარებთ. დღითი დღე ხვდებით, რომ მის სტატუსს უნდა შეეფერებოდეთ და მუშაობთ ამ საკითხზე, იდეალურად გამოიყურებით. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ფოტოებზე ხართ ბედნიერი და ეს ის სტატუსი არაა, რაზეც ოცნებობდით.

მესამე ქორწინება: ნამდვილი საბედო

30-35 წლის ასაკში გეცვლებათ გემოვნება, მისწრაფება. ხვდებით მამაკაცს, რომელთანაც ოდესღაც მეგობრობდით და რომლისაც უსიტყვოდ გესმით. გსურთ, მასთან ერთად გაატაროთ დარჩენილი წლები და გაუჩინოთ 3 შვილი. ქორწილს არ გადაიხდით, ისედაც ბედნიერი ხართ. მოკრძალებულ სუფრას გაშლით, საერთო მეგობრებს დაპატიჟებთ და მიხვდებით, რომ ესაა თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი ქორწილი და ამ მამაკაცს ეძებდით მთელი ცხოვრება.

loading...
გაზიარება