Home ადამიანები “ვიპოვე მამაკაცი ქართული ხასიათით და ევროპული გემოვნებით” – ხატია შამუგია დამალულ სიყვარულზე...

“ვიპოვე მამაკაცი ქართული ხასიათით და ევროპული გემოვნებით” – ხატია შამუგია დამალულ სიყვარულზე ალაპარაკდა

180
loading...

ქარ­თვე­ლი სე­ლებ­რი­თე­ბის ერთ-ერთ აქ­ტი­ურ სა­ხეს, პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ქსელ “ისი პა­რის” სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელს, ხა­ტია შა­მუ­გი­ას, “ქუ­ჩის ბიჭ” გუ­რამ ლო­მი­ძეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ხმა­მაღ­ლა და სა­ჯა­როდ არას­დროს უთ­ქვამს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მის ცხოვ­რე­ბა­ში თუ რა­ი­მე სა­ხის გრძნო­ბა ან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, ამას არას­დროს ასა­ჯა­რო­ებ­და, მაგ­რამ დად­გა ეტა­პი, რო­დე­საც შე­უძ­ლია თქვას: “დიახ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და თავს ბედ­ნი­ერ ქა­ლად ვგრძნობ!” ხა­ტი­ას ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა პრინ­ცი, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს. ეს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი მის ბავ­შვო­ბა­შიც არ­სე­ბობ­და, მერ­ვე კლა­სამ­დე უბ­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ ხა­ტი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი შე­იც­ვა­ლა და მათი გზე­ბიც გა­ი­ყო. ამა­სო­ბა­ში ხა­ტია წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლად იქცა, ის ქარ­თვე­ლი ბიჭი კი ირ­ლან­დი­ა­ში წა­ვი­და, ბიზ­ნე­სი აა­წყო და იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც გახ­და. მათი გზე­ბი წლე­ბის შემ­დეგ გა­და­იკ­ვე­თა და ძვე­ლი, ბავ­შვუ­რი ნაც­ნო­ბო­ბა სე­რი­ო­ზულ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. მარ­თა­ლია, მის ვი­ნა­ო­ბას ხა­ტია კვლავ ასა­ი­დუმ­ლო­ებს, მაგ­რამ პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე “სარ­კეს­თან” და­უ­ფა­რა­ვად სა­უბ­რობს.

– ხა­ტია, ყო­ველ­თვის ახერ­ხებთ, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ და­მა­ლოთ პრე­სის­გან, მაგ­რამ ამ­ჯე­რად იქ­ნებ მოგ­ვიყ­ვეთ იმ დიდ სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მე­ლიც გეწ­ვი­ათ.

– ჩემს გრძნო­ბა­სა და ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ახ­ლაც მი­ჭირს, მაგ­რამ ვი­ტყვი, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, რო­მელ­თან ერ­თა­დაც თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ. მო­მავ­ლის­თვი­საც სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი გვაქვს.

– ამ­ბო­ბენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თქვენს ბავ­შვო­ბა­შიც არ­სე­ბობ­და.

– მარ­თა­ლია, ჩვენ ბავ­შვო­ბა­ში ერთ უბან­ში ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს კარ­გად არ ვიც­ნობ­დით. ერთი თა­ო­ბა ვართ, ჩემ­ზე ერთი წლით უფ­რო­სია, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში, უბ­რა­ლო ნაც­ნო­ბო­ბის გარ­და, არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. მეც მალე გა­და­ვე­დი იმ უბ­ნი­დან და შემ­დეგ სა­ერ­თოდ დავ­კარ­გეთ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ გან­გე­ბამ ინე­ბა და ჩვე­ნი გზე­ბი 15-20 წლის შემ­დეგ გა­და­იკ­ვე­თა.

– რო­გო­რია ეს სიყ­ვა­რუ­ლი?

– ძა­ლი­ან ლა­მა­ზი. სიყ­ვა­რუ­ლი დიდ ძა­ლას მაძ­ლევს. ამ დროს უფრო ბრჭყვი­ა­ლა ხარ. ერთი ჰო­როს­კო­პი გვაქვს, ორი­ვე ლომი ვართ და ხა­სი­ა­თი­თაც ვგა­ვართ. ევ­რო­პა­ში ხან­გრძლივ­მა ცხოვ­რე­ბამ, ბუ­ნებ­რი­ვია, მის მენ­ტა­ლი­ტეტ­ზეც სა­უ­კე­თე­სოდ იმოქ­მე­და. ის ზუს­ტად ისე­თია, რო­გო­რიც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ მა­მა­კა­ცი უნდა იყოს. სულ ვამ­ბობ­დი, ძა­ლი­ან “გრუ­ზინ” მა­მა­კაცს ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი-მეთ­ქი, ამა­ში სწო­რედ მენ­ტა­ლი­ტეტს ვგუ­ლის­ხმობ­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შევ­ხვდი ქარ­თველ მა­მა­კაცს, რო­მელ­საც აქვს ევ­რო­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და ხა­სი­ა­თით მა­ინც ქარ­თვე­ლია. ძა­ლი­ან კარ­გია, რო­დე­საც იპო­ვი მა­მა­კაცს ქარ­თუ­ლი ვაჟ­კა­ცუ­რი ხა­სი­ა­თით და ევ­რო­პუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით. მგო­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ზუს­ტად ჩემ­თვის და­ი­ბა­და. ის ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს და ეს მან­ძი­ლიც ძა­ლი­ან ალა­მა­ზებს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას. ხში­რად ჩა­მო­დის, მაგ­რამ მა­ინც სულ არის მო­ნატ­რე­ბა. ჩვე­ნი ის­ტო­რია ლა­მაზ ზღა­პარს ჰგავს. როცა პრინ­ცი სხვა­გან არის და ელო­დე­ბი, ისიც მო­დის და ბედ­ნი­ე­რი ხარ.

loading...
გაზიარება