Home ადამიანები შენ დაუნი ხარ… დღევანდელი დღე უკვე ბოლო წვეთი იყო… – დაუნის სინდრომიანი...

შენ დაუნი ხარ… დღევანდელი დღე უკვე ბოლო წვეთი იყო… – დაუნის სინდრომიანი ბავშვის დედის წერილი…

292
loading...

ქალბატონი ინგა, სხვა მშობლებთან ერთად, აქტიურად ცდილობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დაუნის სინდრომის შესახებ და სხვებთან ერთად შეაქვს წვლილი იმაში, რომ ყველამ დავიჯეროთ, დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ისინი ჩვენგან მხოლოდ ერთი ქრომოსომით განსხვავდებიან.

ამჯერად ინგა გოგი თოფაძის გახმაურებულ განცხადებას გამოეხმაურა და სანამ აქციაზე გამოვიდოდა, თავისი შვილის და ბევრი მისნაირი “მზის შვილის” უფლებების დასაცავად, მანამდე ეს პოსტი

“ნინუცა, შენ ხარ “დაუნი”, რომელიც მსოფლიოს მირჩევნია!
მიყვარხარ ნინო. დღევანდელი დღე ბოლო წვეთი იყო. თუკი აქამდე რამეს ან ვინმეს ვუწევდი ანგარიშს, თუკი აქამდე ბოლომდე ვერ გიცავდით შენ და შენს მეგობრებს, თუკი აქამდე ვერ ვიყავი ის, ვინც უნდა ვიყო, ვფიცავ ყველა იმ ბედნიერ წამს, რომელიც მაჩუქე და რომელიც უნდა მაჩუქო, ვფიცავ შენს ალალ, უბოროტო, სიყვარულით სავსე გულს, ვფიცავ შენს გულწრფელ, ხალას ღიმილს, შენს სიცოცხლეს ვფიცავ, დედი – ვერასოდეს, ვერავინ ვეღარ გაბედავს შენს დამცირებას, დაკნინებას, შეურაცხყოფას. იმას, რაც ყველაზე ძვირფასი აქვს კაცობრიობას, სიკეთის და სიყვარულის 21 ქრომოსომა, ბოღმის გადმოსანთხევად ვეღარ გამოიყენებს ვერავინ. მიყვარხარ ნინო,

სიგიჟემდე მიყვარხარ დედიკო”.

loading...
გაზიარება