Home ადამიანები სოფელ მერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოფელ მერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

77
loading...

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ მერეთში ბავშვს ავტომობილი საკუთარ ეზოსთან დაეჯახა.

ადგილობრივების თქმით, ავტომობილი დიდი სიჩქარით არ მოძრაობდა, თუმცა, შეჯახების შემდეგ 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ბავშვის ცხედარი გორის პროზექტურაშია გადასვენებული. ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.

loading...
გაზიარება